მეცნიერებასაინტერესოა

სამყაროში არსებული ყველა ცივილიზაცია პროგრესმა გაანადგურა?

მეცნიერები, კვლევების საფუძველზე აცხადებენ, რომ სამყაროში არსებული ყველა უცხო ცივილიზაცია განვითარების პიკზე განადგურდა. ისინი ზედმეტი პროგრესის მსხვერპლი გახდნენ.

კვლევაში NASA-ს რეაქტიული მართვის ლაბორატორია და კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი მონაწილეობდნენ. მეცნიერები აცხადებენ, რომ ტექნოლოგიურ პროგრესს ცივილიზაცია გარდაუვალ თვითგანადგურებამდე და სიცოცხლე ბიოლოგიურ გადაგვარებამდე მიჰყავს. მათი თქმით, ნებისმიერი სიცოცხლე, რომელიც ირმის ნახტომის გალაქტიკაში აქამდე არსებობდა, უკვე დიდი ხანია საკუთარი თავი გაანადგურა.

მეცნიერების ვარაუდით, დედამიწის მცხოვრებლებს ამის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ, რადგან სიცოცხლის განვითარების პიკმა გალაქტიკაში მისი გაჩენიდან 8 მილიონი წლის შემდეგ მიაღწია. ჩვენ კი ირმის ნახტომის წარმოქმნიდან 13, 5 მილიარდი წლის შემდეგ გავჩნდით. შესაბამისად, ამ ინფორმაციამ ჩვენამდე ძალიან დაგვიანებით მოაღწია.

Comment here