მთავარისაზოგადოებაჯანმრთელობა

Pfizer: ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ ეფექტურია

ფარმაცევტული კომპანია Pfizer– ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ალბერტ ბურლა დარწმუნებულია, რომ მათ მიერ წარმოებული ვაქცინა დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ ეფექტური იქნება. ამასთანავე, სპეციალისტი აცხადებს, რომ კორონავირუსის დამარცხებას გარკვეული დრო დასჭირდება. ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებამდე კი ყველამ ნიღბები უნდა ატაროს და რეგულაციები დაიცვას.

» ახალი შტამის გასაცნობად და იმის გასარკვევად, თუ რამდენად საშიშია ის, გარკვეული დრო იქნება საჭირო. რაც შეეხება ვაქცინებს, მე ზომიერად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ისინი ამ შტამის წინააღმდეგაც ისეთივე ეფექტური იქნება, თუმცა ჩვენ ჯერ დანამდვილებით არაფერი ვიცით. ახლა კვლევები მიმდინარეობს ზუსტი პასუხი დაახლოებით ორ კვირაში გვექნება»,- განაცხადა ბურლამ.

ევროკავშირის ქვეყნებს Pfizer– ისა და Bionteck– ის ვაქცინის პირველ პარტიას 26 დეკემბრიდან მიაწვდიან.

Comment here