მთავარიპოლიტიკა

აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტით, საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის დახმარებაა გათვალისწინებული

აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტით, საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის დახმარებაა გათვალისწინებული. საბიუჯეტო კანონის მიხედვით,  კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, სახელმწიფო მდივანმა ასიგნებების კომიტეტებს უნდა წარუდგინოს ანგარიში საქართველოში კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შესახებ.

აშშ-ის საბიუჯეტო კანონში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. კერძოდ, აშშ-ის საბიუჯეტო თანხები არ უნდა დაიხარჯოს არც ერთი ქვეყნის დასაფინანსებლად, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ან დაამყარა მათთან დიპლომატიური ურთიერთობა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დროულად უნდა გამოაქვეყნოს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ნებისმიერი ასეთი ცენტრალური მთავრობების სია.

ამასთან,  სახელმწიფო მდივანმა შესაძლოა, უარი თქვას აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული დახმარების შეზღუდვაზე, თუკი ეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება.

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის შემსუბუქების პაკეტსა და 2021 წლის საბიუჯეტო კანონპროექტს ხელი მოაწერა.

 

 

Comment here