მთავარისაზოგადოებასამართალი

გაფართოვდება თუ არა ამნისტია?!

გაფართოვდება თუ არა ამნისტია — რამდენიმე წუთის წინ, ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

ამნისტიით 800-მდე პატიმარი გათავისუფლდება. 700-ს სასჯელი შეუმსუბუქდება, 800-მდე მსჯავრდებულს კი პირობითი პატიმრობა უნდა მოეხსნას.

დეპუტატები ვარაუდობენ, რომ ამნისტია ძალაში თებერვლის ბოლომდე უნდა შევიდეს.

დარბაზში მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვიდნენ ინიციატივით, კანონპროექტს ამნისტირებული მუხლების შეუყტობინებლობისთვის ან დაფარვისთვის არსებული მუხლები დაემატოს.

Comment here