მთავარისაზოგადოება

ტაქსის მძღოლებს კორონავირუსზე ტესტირება უფასოდ ჩაუტარდებათ

დედაქალაქის მერის განცხადებით, ტაქსის მძღოლები კორონავირუსზე ტესტირებას უფასოდ გაივლიან.

კახა კალაძის თქმით, რადგან ტაქსის მძღოლები ცალკე რისკჯგუფად განისაზღვრა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ისინი დაექვემდებარებიან ტესტირებას.

«დაახლოებით, 18 ათასი ტაქსის მძღოლი ესემესის სახით მიიღებს შეტყობინებას, თუ სად შეეძლება ტესტების ჩატარება. რა თქმა უნდა ტესტირება მათთვის იქნება უფასო, ყოველგვარი გადასახადების გარეშე. მნიშვნელოვანია ყველანაირად დაზღვეული ვიყოთ, თვითონაც დაზღვეული იყვნენ ტაქსის მძღოლები და ასევე ის კონკრეტული ადამიანები, ვინც ტაქსის სერვისით სარგებლობს», — განაცხადა კალაძემ.

Comment here