მთავარისაზოგადოება

319 დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუძენენ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობით,  იძულებით გადაადგილებულ 319 ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდიან.

სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით მუშაობს.

«წინასაახალწლო დღეებში, სააგენტომ კიდევ 319 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის სოფლად სახლისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწვეტილება მიიღო. დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა აქვთ, სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ. ვულოცავ თითოეულ მათგანს და 2021 წლიდან ახალ სახლებში ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებ», — განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

2020 წელს, სააგენტომ სოფლად სახლი, ჯამში, 1100-მდე დევნილ ოჯახს უკვე შეუძინა.

Comment here