მთავარისაზოგადოება

დღეიდან მსურველები საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს დათვალიერებას შეძლებენ

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია, ათონელის ქუჩაზე ახალი წლის დღეებში დამთვალიერებლებს მიიღებს, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის Facebook-გვერდზე.

„ნებისმიერ მსურველს საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს და საახალწლო ნაძვის ხის დათვალიერების შესაძლებლობა ექნება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გილოცავთ ახალ წელს და სიხარულსა და ბედნიერებას გისურვებთ“, — ნათქვამია ინფორმაციაში.

 სასახლის ეზო დამთვალიერებელს 31 დეკემბრიდან 7 იანვრამდე,  10:00 საათიდან 20:00 საათამდე ელის.

Comment here