მსოფლიოსაზოგადოება

ელისაბედ II-მ ფორმულა 1-ის მძღოლს რაინდის ტიტული მიანიჭა

დედოფალმა ელისაბედ II-მ ფორმულა 1-ის მძღოლს, ლუის ჰამილტონს, ბრიტანეთის იმპერიის რაინდის წოდება მიანიჭა.

35 წლის ჰამილტონი 2020 წელს გახდა ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი და ამ მაჩვენებლით მიხაელ შუმახერს გაუტოლდა. გასული ჩემპიონატის დროს მან ასევე მოხსნა შუმახერის რეკორდი გრან-პრიზე ყველაზე მეტი გამარჯვებისთვის.

ჰამილტონთან ერთად, საახალწლო ტრადიციული ტიტული მსახიობმა ტობი ჯონსმა, სცენარისტმა ჯედ მერკურიომ და მსახიობმა ნინა ვადიამ მიიღო.

Comment here