საზოგადოება

ლევან რატიანსა და ალექსანდრე გოგინავას ფოთის საპატიო მოქალაქეების წოდება მიენიჭათ

COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, ექიმებს, ლევან რატიანსა და ალექსანდრე გოგინავას ფოთის მერის გოჩა კურდღელიას ბრძანებით, ფოთის საპატიო მოქალაქეების წოდება მიენიჭათ.

ჯილდოს მინიჭების ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე, მერის მოადგილეები და საპატიო მოქალაქეები ესწრებოდნენ.

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე გიმნაზიის კურსდამთავრებულია.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმ ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კი, 1988 წელს ქალაქ ფოთში, ცნობილი ექიმის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის პირველი საჯარო სკოლა.

ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ მადლობა გადაუხადა ექიმებს ვირუსთან ბრძოლაში გამოჩენილი შემართებისთვის.

Comment here