საზოგადოებაუცხოური შოუ ბიზნესი

პიერ კარდენი პარიზის მონმარტრის სასაფლაოზე დაკრძალეს

დიზაინერი პიერ კარდენი პარიზში მონმარტნის სასაფლაოზე დაკრძალეს. გამოსამშვიდობებელ ცერემონიალს მხოლოდ ოჯახის ახლო ნათესავები დაესწრნენ.  ამის შესახებ ინფორმაცია გაზეთმა Le Figaro-მ გამოაქვეყნა.

კარდენი სამშაბათს დილით 98 წლის ასაკში, პარიზის გარეუბნის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დიზაინერი 1922 წელს იტალიაში დაიბადა, მაგრამ მისი ოჯახი მალევე საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. მან თავისი კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, როგორც ატელიის უბრალო შეგირდმა. მოდის დიზაინერი ბევრჯერ იყო ნამყოფი რუსეთში, 1991 წელს მოსკოვის წითელ მოედანზე მისი მოდის სახლის დიდი დეფილე შედგა.

Comment here