მსოფლიოსაზოგადოება

სამოასა და კირიბატის კუნძულზე ახალი წელი დადგა

2021 წელი პირველი სამოასა და კირიბატის კუნძულზე, საქართველოს დროით 14:00 საათზე დადგა, ამის შემდეგ კი ახალ წელს ჩატამის კუნძულებზე, ახალ ზელანდიაში, თბილისის დროით 14:15 საათზე იზეიმებენ.

თბილისი დროით 17:00 საათზე ახალ წელს ავსტრალიის უმეტეს ნაწილში იზეიმებენ, 19:00 საათზე — იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეაში, 20:00 საათზე — ჩინეთში, ფილიპინებსა, სინგაპურში, 21:00 საათზე — ტაილანდში, კამბოჯასა და ინდონეზიის უმეტეს ნაწილში, 22:00 საათზე — ბანგლადეშში, 22:15 საათზე — ნეპალში, 22:30 საათზე — ინდოეთსა და შრი ლანკაში, 23:00 საათზე — პაკისტანში.

ყველაზე გვიან კი ახალ, 2021 წელს ბეიკერისა და ჰოულენდის კუნძულებზე იზეიმებენ.

.

Comment here