საზოგადოებასამართალი

აფეთქებას ზესტაფონის რაიონში მსხვერპლი მოჰყვა

ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საცხოვრებელ სახლში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

შემთხვევის დროს სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ორი ქალი მაშველებმა გამოიყვანეს. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მამაკაცი კი გარდაიცვალა.

Comment here