მთავარისამართალი

ბორჯომში დედამ შვილი მოკლა

ბორჯომში მკვლელობა მოხდა. დედამ შვილს სასიკვდილო ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენა. ინფორმაციას ,,სამხრეთის კარიბჭე» ავრცელებს.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს შუახნის მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ,  ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 109 მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

Comment here