მთავარისაზოგადოება

დღეს, 21:00 საათიდან კომენდანტის საათი ისევ ძალაში შედის

დღეს, პირველი იანვრის 21:00 საათიდან გარეთ გასვლა ისევ აკრძალული იქნება და მოქალაქეები გადაადგილების შემთხვევაში დაჯარიმდებიან. შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საღამოს ცხრა საათიდან, დილის 5 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.

ცნობისთვის: გადაადგილებაზე შეზღუდვა გამონაკლისის სახით, ერთი ღამით, 31 დეკემბერს მოიხსნა. იგივე გამონაკლისი 6 იანვრის ღამესაც იმოქმედებს.

Comment here