მთავარიჯანმრთელობა

ჯანმო-მ Pfizer-ის ვაქცინა გადაუდებელი მოხმარების პრეპარატების სიაში შეიტანა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც კომპანიების Pfizer და BioNTech მიერ არის შემუშავებული, გადაუდებელი მოხმარების პრეპარატების სიაში შეიტანა. ამის შესახებ ორგანიზაციის პრესრელიზშია აღნიშნული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს ვაქცინა პირველია, რომელიც ამ სიაში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან შევიდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს გადაწყვეტილება ვაქცინის უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის მონაცემების ანალიზის მიხედვით მიიღო.

Comment here