საზოგადოება

თელავში სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია გაიმართა

თელავში სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქტივისტები თელავის თეატრის წინ პირველ იანვარს მომხდარი  ინციდენტისთვის ტერაქტის კვალიფიკაციის მიცემას და დროულად გამოძიებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, პირველ იანვარს პროტესტის ნიშნად გაშლილ კარავში ორი პირი მანქანით შეღწევას შეეცადა, რა დროსაც აქტივისტების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა.

აქტივისტებმა მოგვიანებით, თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც მათ კარავი გაშალეს.  სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს კარავის აღება მოსთხოვეს, რასაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

სამოქალაქო აქტივისტები ცდილობდნენ გზის გადაკეტვასაც, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. ინციდენტის დროს ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა.

ერთი პირი კი პოლიციამ დააკავა.

Comment here