საზოგადოებაჯანმრთელობა

კორონავირუსის გეოგრაფია საქართველოში

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის გამოვლენილი 342 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 183 ფაქტი თბილისში დაფიქსირდა.

რეგიონული გადანაწილება ასეთია: აჭარა — 20, იმერეთი — 42, ქვემო ქართლი — 17, შიდა ქართლი — 7, გურია — 4, სამეგრელო — ზემო სვანეთი — 30, კახეთი — 28, მცხეთა-მთიანეთი — 6, სამცხე-ჯავახეთი — 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 0.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 181,საიდანაც, 4 320 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

მძიმე პაციენტია 912 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი. 857 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 3 004 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 140, აჭარაში -56, ხოლო იმერეთში — 68.

სულ 6 ოქტომბრიდან — 1-ლი იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 21 142 პირი.

თვითიზოლაციაშია  30 876 ადამიანი.  თბილისში — 18 652,  აჭარაში — 2 338, ხოლო იმერეთში — 3 173  ადამიანი.

Comment here