მთავარიპოლიტიკა

მეათე მოწვევის პარლამენტში გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე ლევან მგალობლიშვილი იქნება

მეათე მოწვევის პარლამენტში გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე ლევან მგალობლიშვილი იქნება.  მგალობლიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 61-ე იყო. ის ასევე იყო  მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრიც. ლევან მგალობლიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 5 იანვარს იმსჯელებს.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო. მას პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება უკვე შეუწყვიტა.

Comment here