მთავარისაზოგადოება

პაატა იმნაძის განცხადებით, შეზღუდვებმა, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა, ნამდვილად გამოიღო შედეგი და ვითარება დასტაბილურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, შეზღუდვებმა, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა, ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის 24-მდე, ნამდვილად გამოიღო შედეგი და ვითარება დასტაბილურდა. ამავე დროს, იმნაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო, თუმცა ეს თვითდამშვიდების საფუძველი არ არის.

„ბოლო დროს შემთხვევების მატება არ გვქონდა, დაიწყო კლებაც და უკვე საგრძნობია ეს ჩემი კოლეგებისთვის, ვინც კლინიკურ სექტორში მუშაობს, მაგრამ ეს არ გვაძლევს თვითდამშვიდების არავითარ საფუძველს“, — განაცხადა პაატა იმნაძემ.

Comment here