მთავარიპოლიტიკა

პარლამენტი 4 იანვრიდან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობას იწყებს. ამ მიზნით, 4 იანვარს ჩანიშნულია საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მიმართვაზე იმსჯელებენ.

კერძოდ, დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ კომიტეტი განიხილავს ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. საკითხზე მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილია.

აღნიშნულმა პირებმა საკანონმდებლო ორგანოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით გასულ წელს მიმართეს. მათ მსგავსად, სხვა პარტიებმაც მიმართეს. პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით არ მიმართეს „გირჩის“ ნაწილმა და ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეებმა“. მეათე მოწვევის პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო არჩევნების შედეგად ოთხი მანდატი მოიპოვა, თუმცა მათი ნაწილი ბოიკოტის ნიშნად სადეპუტატო უფლებამოსილებაზე უარს ამბობს. მათგან პარლამენტში შესვლაზე თანხმობა ავთო ენუქიძემ განაცხადა.

Comment here