საზოგადოება

პროკურატურის თანამშრომლებმა სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრებმა სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებს ახალი, 2021 წელი მიულოცეს და საჩუქრები — სასურსათო პროდუქტი და ტკბილეული გადასცეს.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს არაერთხელ ესტუმრნენ და მსგავსი სახის აქცია მომავალშიც გაგრძელდება.

Comment here