მსოფლიოპოლიტიკა

ტრამპმა აშშ-ში სამუშაო ვიზების გაცემაზე შეზღუდვების ვადა გაახანგრძლივა

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამუშაო ვიზების რამდენიმე კატეგორიაზე შეზღუდვების ვადა გაახანგრძლივა. საუბარია H1-B, L-1, H-2B და ასევე J კატეგორიის ვიზებზე, რომლებიც განკუთვნილია როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის, ასევე სეზონურად დასაქმებულებისთვის და გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვის.

განკარგულების მიხედვით, СOVID19-თან ბრძოლის ფარგლებში, სამუშაო ვიზებზე შეზღუდვა 2021 წლის ძალაში მარტამდე იქნება.

თეთრი სახლის განცხადებით, ეს შეზღუდვა აშშ-ის მოსახლეობისთვის, პანდემიის დროს, სამუშაო ადგილების შემცირების ფონზე დასაქმების ახალ შესაძლებლობას გააჩენს.

Comment here