საზოგადოება

შემოქმედის ეპარქიაში, ოზურგეთის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში დღეს დილით ხანძარი გაჩნდა

შემოქმედის ეპარქიაში, ოზურგეთის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში დღეს დილით ხანძარი გაჩნდა. ეპარქიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი კომპლექსის მეორე სართულზე გაჩნდა, რის შედეგადაც კელიები დაიწვა.

ხანძარი ამ დროსთვის ლიკვიდირებულია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გაუმართავი ელექტროსადენების გამო გაჩნდა.

Comment here