ეკონომიკამთავარი

დღეიდან ბუნებრივი აირის ტარიფი იზრდება

3 იანვრიდან  „თბილისი ენერჯის“ კომერციული აბონენტებისთვის, გარდა პურის საწარმოებისა, ბუნებრივი აირის ღირებულება ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრით გაძვირდება და 1.10 ლარს მიაღწევს.

კანონის თანახმად, კომპანიამ მომხმარებლები დეკემბრის დასაწყისში გააფრთხილა.

«თბილისი ენერჯი» კომერციული ტარიფის გაძვირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებს. კომპანიის მტკიცებით, იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და თბილისის მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგება, აუცილებელია, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირება.

Comment here