მთავარიჯანმრთელობა

პიროტექნიკით დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ახალი წლის დღეებში პიროტექნიკისგან მიღებული დაზიანებების გამო დამწვრობის ცენტრს 23-მა პირმა მიმართა. კლინიკის ცნობით პაციენტებს დამწვრობა ძირითადად ხელისა და სახის არეში აღენიშნებათ.

«ორი პაციენტი მოთავსებულია სტაციონარში, მათი ასაკი ექვსიდან ცხრა წლამდეა. დანარჩენი პაციენტები განაგრძობენ ამბულატორიულ მკურნალობას. მეორე-მესამე ხარისხის დაზიანებები უმეტესად აღენიშნებათ თითების, მტევნის, სახის არეში. ამპუტაცია ჯერ-ჯერობით არავის დაჭირვებია და  იმედია, არ დაგვჭირდება. პიროტექტენიკა საკმაოდ რთულ და სერიოზულ დაზიანებებს იწვევს, რომელმაც შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზე დატოვოს ტრავმა“, – განაცხადა ცენტრის ქირურგმა მერაბ ჯანჯღავამ.

Comment here