მთავარიჯანმრთელობა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2 469 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 220 442-მდე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 417 შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში 229 169-ს მიაღწია.

გარდაიცვალა 31 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 603 პირი ემსხვერპლა.

 

Comment here