მთავარისაზოგადოება

აკაკი ზოიძის განმარტებით, ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნა საახალწლო პერიოდის გავლაზეა დამოკიდებული

რვიდან თოთხმეტი იანვრის ჩათვლით პერიოდი გვაჩვენებს, გახანგრძლივდება თუ არა კიდევ ქვეყანაში არსებული შეზღუდვები, — ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“ ჯანდაცვის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, არსებული რეგულაციების მოხსნა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული.

„ქვეყანაში არსებული შეზღუდვების მოხსნა-არმოხსნის საკითხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მობილობის ზრდას ჰქონდა ადგილი საახალწლო პერიოდში. აქ გასათვალისწინებელია ისიც, თუ რამდენად არის ჩვენთან შედარებით სწრაფად გავრცელებადი კორონავირუსის ახალი შტამი. საბოლოოდ, კი ამ ყველაფერს განსაზღვრავს ის, თუ როგორ გავიარეთ ეს პერიოდი და რამდენი ინფიცირებული გვეყოლება ჯამში რეგულაციების მოხსნამდე“, — განაცხადა აკაკი ზოიძემ.

Comment here