მთავარიპოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი — საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხის დადგენა რუსეთის მორიგი პროვოკაციული ნაბიჯია

პარლამენტის წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხის დადგენა რუსეთის მორიგი პროვოკაციული ნაბიჯია.

 

მისივე განმარტებით, ახლა, მთავარია, რომ საქართველო რუსეთის ამ პროვოკაციულ ნაბიჯს არ წამოეგოს.

 

«რუსეთის ფედერაციასთან ჩვენს ურთიერთობას რაც შეეხება, არაერთხელ განვაცხადეთ და დღესაც ამ პრინციპს მივყვებით, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან და ევროკავშირთან გვაქვს მჭიდრო კავშირი და კონსულტაციები. რა თქმა უნდა, მათთან ერთად ვიღებთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას რაც ეხება საოკუპაციო რეჟიმთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს. ბუნებრივია, ასეთი ტიპის საკითხები განხილული იქნება მხოლოდ ამ ფორმატში. ჩვენი ძლიერი არგუმენტი და ზოგადად, პოლიტიკური ძალა მდგომარეობს იმაში, რომ საერთაშოროსო ასპარეზზე საქართველო იყოს წარმოდგენილი ამ რეგიონში, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი ძლიერი მხარე, რაც დღეს არსებობს. აქედან გამომდინარე, ამ ბერკეტებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციასთან ეტაპობრივად მივყვეთ იმ პრინციპს, რასაც დეოკუპაცია ჰქვია. მგონი, ახალი არ იქნება, რომ რუსეთის ფედერაციისგან პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი. მთავარი არის ის,რომ ჩვენ არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციას. დარწმუნებული ვარ, ეს არც ერთ შემთხვევაში მოხდება, იმიტომ,რომ ერთია, ჩვენ არ წამოვეგებით და მეორეა ის,რომ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან და მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიღებთ გადაწყვეტილებას», — განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

მისივე განმარტებით, საქართველოს რუსეთთან მიმართებით გაწონასწორებული პოლიტიკა აქვს.

 

«ხისტმა პოლიტიკამ რა მოგვიტანა 2008 წელს ჩვენ ეს ვნახეთ,ჩვენ ამ გზით არ მივდივართ. რაც შეეხება რბილ პოლიტიკას, ამას რბილი პოლიტიკა არ ჰქვია, არამედ ჰქვია გაწონასწორებული პოლიტიკა,რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მოგვიწოდებენ და მივყვებით ამ გზას»,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა დაევალა.

Comment here