პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე — „ამნისტიის შესახებ» კანონპროექტი შესაძლოა, რამდენიმე მიმართულებით გაფართოვდეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას მეორე მოსმენით იწყებს.

მისივე თქმით, კანონპროექტი შესაძლოა, რამდენიმე მიმართულებით გაფართოვდეს.

„რამდენიმე მიმართულებით შესაძლებელია, გაფართოვდეს ამნისტიის კანონპროექტი, თუმცა ოდნავ განსხვავებულად. გათვალისწინებულია რიგი დანაშაულებისა, რომლისთვისაც სასჯელი შეიძლება განახევრდეს ან შემცირდეს მეოთხედით. არის გარკვეული კატეგორია, რომლისთვისაც შეიძლება, შეიცვალოს სასჯელი შინაპატიმრობით. როგორც თავდაპირველად იყო გაცხადებული, ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე არ გავრცელდება ამნისტია.

რაც შეეხება ნარკოდანაშაულებს, სამსჯელოა და მეორე მოსმენის რეჟიმში ვიმსჯელებთ, როგორ, რა ფორმით შეიძლება განივრცოს ამინისტია. რაც შეეხება გარკვეული კატეგორიის პირებს, სტუდენტებსა და ქალებზეა აქ საუბარი, შესაძლოა, გარკვეული დათქმებით მოხდეს ამ პირებზე ამნისტიის გავრცელება, რაც გულისხმობს შინაპატიმრობით სასჯელის შეცვლას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Comment here