მთავარისაზოგადოება

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 85 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 85 მილიონს გადააჭარბა, — შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers აქვეყნებს.

პლატფორმის ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ — 19-ით 1 850 243 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 60 444 458-ია. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 23 092 664 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს — ბრაზილია, მეოთხეს — რუსეთი, მეხუთეზე კი — საფრანგეთია.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

Comment here