მთავარიპოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის ადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის — ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასთვის და გოჩა თევდორაძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

როგორც  ცნობილია, ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე თანხმობა განაცხადეს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა: ავთანდილ ენუქიძემ, ფრიდონ ინჯიამ და დავით ზილფიმიანმა.

„ჩვენ რეგლამენტით გვაქვს უკვე იმის საშუალება, რომ დავიწყოთ განხილვა იმ დეპუტატების უფლებამოსილების საკითხის, ვინც განცხადებები შემოიტანა. რატომ ვიწყებთ ამ პროცესს „პატრიოტთა ალიანსით“? მათი სია ცესკოში ჩახსნილი არ არის და ამ სიიდან რამდენიმე წევრს აქვს სურვილი (იმ შემთხვევაში, თუ ადგილმონაცვლეობის პრინციპით​ „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრი გავა პარლამენტიდან) მათი ადგილები დაიკავონ“, — განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

Comment here