მთავარისაზოგადოება

საქართველოში, 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა და 1 963 გამოჯანმრთელდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 963 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა — 222 405-მდე. რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათი რიცხვი 25-ს შეადგენს.

ინფორმაციას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.

«ბოლო 24 საათში არის კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 628 პირი ემსხვერპლა», — ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comment here