მთავარიპოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე — ერთი-ორი დეპუტატის შესვლით საკანონმდებლო ორგანო მრავალპარტიული ვერ გახდება

ერთი და ორი დეპუტატის ინდივიდუალურად პარლამენტში შესვლით საკანონმდებლო ორგანო მრავალპარტიული ვერ გახდება, — ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

„რეალურად ეს არაფერს ცვლის, თუნდაც „პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებაც ცნობილია, პარტიის პოზიცია ცნობილია. ერთი და ორი დეპუტატი ინდივიდუალურად თუ გადაწყვეტს შესვლას, ეს არ იქნება პარტიული შესვლა. ეს ვერ შესძენს მრავალპარტიულობას ამ პარლამენტს. ოპოზიციური გეგმები არ იცვლება. ეს რაღაცა მანიპულირება და პოლიტიკური ჟონგლიორობა შეუძლია, „ქართულ ოცნებას“ გააგრძელოს, მაგრამ დღის წესრიგი არ იცვლება. მოლაპარაკებები თუ შედგება, იგივე წინადადებით მივა ოპოზიცია“,- აღნიშნა ჩიხლაძემ.

როგორც ჩიხლაძე აცხადებს, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ პარლამენტში ინდივიდუალურად არავინ შედის.

„სტრატეგია აღმაშენებლიდან“ არავინ ინდივიდუალურად არ შედის. პირველი, რომ სიები უკვე ჩახსნილია და ოთხივე დეპუტატმა დაწერა განცხადება. ეს გამორიცხულია, «- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

Comment here