მთავარიმსოფლიო

CNN-ის ცნობით, კორონავირუსის ახალი სახეობა მსოფლიოს სულ მცირე 37 ქვეყანაშია გავრცელებული

კორონავირუსის ახალი სახეობა, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში აღმოაჩინეს, მსოფლიოს სულ მცირე 37 ქვეყანაშია დადასტურებული, — ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ექსპერტების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ვარიანტი უფრო გადამდებია ვიდრე კოვიდ 19-ის სხვა, აქამდე ცნობილი შტამები, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის უფრო ფატალურია ან დაავადების უფრო მძიმე ფორმას იწვევს.

CNN-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს გარდა ახალი შტამი დაფიქსირებულია ავსტრალიაში, ბელგიაში, ბრაზილიაში, კანადაში, ჩილეში, ჩინეთში, დანიაში, ფინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ისლანდიაში, ინდოეთში, ირლანდიაში, ისრაელში, იტალიაში, იამაიკაში, იაპონიაში, იორდანიაში, ლიბანში, მალტაში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში, ახალ ზელანდიაში, ნორვეგიაში, პაკისტანში, პორტუგალიაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, სინგაპურში, სამხრეთ კორეაში, ესპანეთში, შვედეთში, შვეიცარიაში, ტაილანდში, თურქეთში, შეერთებული შტატების ნაწილსა და ვიეტნამში.

Comment here