მთავარიმსოფლიო

ასანჟი, მენინგი და სნოუდენი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ნობელის პრემიის ლაურეატმა მშვიდობის დარგში, მეირიდ კორიგანმა ამ პრემიაზე WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი და მისი ყოფილი ინფორმატორი ჩელსი მენინგი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ოფიცერი ედვარდ სნოუდენი წარადგინა. კორიგანმა ნობელის კომიტეტს წერილი შესაბამისი ინიციატივით გაუგზავნა.

კორიგანმა აღნიშნა, რომ თითოეულმა ნომინანტმა გამოიჩინა გამბედაობა, გამოამჟღავნა მთავრობების უკანონო ქმედებები, რამაც მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა.

«ერთად აღებული, მათი თავგანწირვა და ერთგულება აჩვენებს ადამიანის სულის ბრწყინვალებას. ისინი ნამდვილად ადამიანის გულისთვის დამახასიათებელი სათნოების მაგალითი არიან», — ნათქვამია განცხადებაში.

კორიგანმა ბეტი უილიამსთან ერთად დააარსა «მშვიდობის ხალხის საზოგადოება», რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში კონფლიქტის დასრულებას ცდილობდა. 1976 წელს მოღვაწეობისთვის ორივე აქტივისტმა ნობელის პრემია მიიღო.

2019 წელს ვაშინგტონმა ასანჟის ბრალი მე-18 მუხლით წაუყენა, მათ შორის, ჯაშუშობისა და სამთავრობო კომპიუტერში ჰაკერულად შეღწევისთვის. ჟურნალისტს 175 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ამჟამად, ასანჟი ლონდონის ციხეში იმყოფება, იგი ეკვადორის საელჩომ ხელისუფლებას გადასცა.

ცნობილია, რომ 4 იანვარს ლონდონის სასამართლომ ჟურნალისტის აშშ-ში ექსტრადიციაზე უარი განაცხადა.

 

Comment here