მთავარისაზოგადოება

ახალ ზოოპარკში ვოლიერების უკვე ფრინველებისთვის აშენებენ

თბილისის ახალი ზოოპარკის მშენებლობის დასრულებას პანდემიამ შეუშალა ხელი. მიუხედავად ამისა, “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში დავით თაქთაქიშვილი  აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ახალ ზოოპარკს ბინადრები უკვე ჰყავს.

„თბილისის ზღვის ტერიტორიაზე განთავსებული ზოოპარკი 48 ჰექტარია, შესაბამისად ასეთი დიდი ტერიტორიის კეთილმოწყობა ბევრ სირთულეს უკავშირდება, მით უფრო მაშინ როცა საქმე ცხოველებისა და ფრინველების საცხოვრისთან გვაქვს. ეს სპეციფიკური მშენებლობაა, ლანდშაფტი მაქსიმალურად უნდა იყოს დაახლოებული ცხოველისა თუ ფრინველის ველურ ბუნებაში ცხოვრების პირობებთან“  — ამბობს თაქთაქიშვილი.

მისი თქმით, ახალ ზოოპარკში ძველიდან უკვე გადაიყვანეს მტაცებელი ცხოველები, ნიამორები ჯიხვები. ახლა მიმდინარეობს ვოლიერების მოწყობა ფრინველებისთვის. აქვეა საჯინიბო, სადაც მსურველებს ცხენებით გასეირნება შეეძლებათ.

,,ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე საცხენოსნო კლუბი ,,სპირიტი» გვაქვს, სადაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს უფასოდ ვთავაზობთ ცხენით გასეირნებას. არის ქართული კავკასიური ნაგაზის ძაღლთსაშენიც“, — ამბობს თაქთაქიშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ზოოპარკის ახალი ტერიტორია მნახველთათვის დაკეტილია.

Comment here