მთავარირეგიონისამართალი

დუშეთში ქალის ცხედარი იპოვეს

დუშეთში 58 წლის ქალის ცხედარი წყლის თხრილში იპოვეს. თვითმხილველთა თქმით, წყლის თხრილის მიმდებარე ტერიტორია შემოღობილი არ იყო.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ გზაზე მიმავალ ქალს ფეხი დაუცდა, წყლის ავზში ჩავარდა და გარდაიცვალა, ამასთანავე ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ქალი გაიყინა.

გარდაცვლილს ადგილობრივები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.

Comment here