მთავარიპოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე — „პატრიოტთა ალიანსის“ მე-17 და 37-ე ნომრების  შესვლა არაფერს ცვლის

პოლიტიკური კრიზისი არ არის იმის გამო, რომ პარლამენტში დეპუტატები არ არიან. პოლიტიკური კრიზისი რომ არის, იმის გამო არ არიან დეპუტატები პარლამენტში — ამის შესახებ პოლიტიკური პარტიის ”გირჩი — მეტი თავისუფლება” თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე ჟურნალისტებთან საუბრისას  განაცხადა.

მისი თქმით,  ოპოზიცია იმ შემთხვევაში შევა პარლამენტში, თუკი დაინახავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას თმობს.

„კრიზისი არის სინამდვილეში ადამიანების ტვინებში და გულებში, იმ ადამიანების, რომლებმაც ორი ვადა მისცეს «ქართულ ოცნებას» და ორი ვადის მერე იმედი ჰქონდათ, რომ ქვეყანაში რაღაც შეიცვლებოდა და ეს ცვლილებები დაიწყებოდა ხელისუფლების ცვლილებით.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პატრიოტთა ალიანსის მე-17 და 37-ე ნომრები შევლენ თუ არა პარლამენტში. ეს არ ცვლის არაფერს. ოპოზიცია შევა პარლამენტში იმ შემთხვევაში, თუ ჩემი აზრით, დაინახავს, რომ ივანიშვილი ძალაუფლებას თმობს. ივანიშვილს ძალაუფლება უნდა დაეთმო არჩევნებით, არ დათმო არჩევნებით და ახლა უნდა დათმოს მოლაპარაკების გზით“, — აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

Comment here