მთავარისაზოგადოება

იორდანიაში, იოანე ნათლისმცემლის სიკვდილით დასჯის ადგილი აღმოაჩინეს

არქეოლოგები აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს ის სასიკვდილო საცეკვაო მოედანი, სადაც ახ. წ. დაახლოებით 29 წელს სიკვდილით იოანე ნათლისმცემელი დასაჯეს — მქადაგებელი, რომელიც იესოს მოსვლას წინასწარმეტყველებდა.

ბიბლიის თანახმად, ჰეროდე ანტიპამ იოამაქერონის ციხეში მოჰკვეთა.სიკვდილის დასჯის სცენას  მწერალი იოსებ ფლავიუსი (ახ. წ. 37-100 წ. წ.) აღწერს. და მიუთითებს, რომ იოანეს თავი მაქერონის ციხეში მოჰკვეთეს, რომელიც თანამედროვე იორდანიაში, მკვდარი ზღვის მახლობლად მდებარეობს.

მაქერონის ციხეში აღმოჩენილი შიდა ეზო სავარაუდოდ ის ადგილია, სადაც სალომემ იცეკვა და ჰეროდე ანტიპამ იოანესთვის თავის მოკვეთა გადაწყვიტა“, – წერს გიოზო ვოროშიმაქერონის გათხრების პროექტის დირექტორი.

მისივე განცხადებით, შიდა ეზოს აფსიდის ფორმის ნიშა აქვს, რაც სავარაუდოდ იმ ტახტის ნაშთებია, რომელზეც ჰეროდე ანტიპა იჯდა.

არქეოლოგთა ჯგუფმა შიდა ეზოს რეკონსტრუქცია მოახდინა. სურათებზე ეზო ისეთია ასახული, როგორიც ის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დროს უნდა ყოფილიყო.

 

Comment here