მთავარიპოლიტიკა

ირაკლი კობახიძე — მოლაპარაკებების განმავლობაში წინადადებები პრაქტიკულად მოდიოდა მხოლოდ ჩვენგან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის ამოცანაა, ჯანსაღ და რადიკალურ ოპოზიციას შორის მკაფიო ზღვარი გაივლოს. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მოლაპარაკებების განმავლობაში წინადადებები პრაქტიკულად მოდიოდა მხოლოდ ჩვენგან. იქიდან, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ულტიმატუმები მოდიოდა. წინადადებები მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ დავაყენეთ და რა თქმა უნდა, მზად ვართ, მსჯელობა გავაგრძელოთ. მათ შორის საუბარია, ფუნდამენტურ საარჩევნო რეფორმაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, უნდა იყოს, განხილვის საგანი. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, მკაფიო ზღვარი გაივლოს რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებსა და ჯანსაღ ოპოზიციურ შორის. ეს საბოლოო ჯამში გაცხადდება, როდესაც კონკრეტული პარტიების მხრიდან პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს გავიგებთ», — განაცხადა კობახიძემ.

Comment here