მთავარიჯანდაცვა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 961 თბილისში, 125 — აჭარაში, 420 კი იმერეთში დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 961 შემთხვევა, აჭარა — 125, იმერეთი — 420, ქვემო ქართლი — 142, შიდა ქართლი — 154, გურია — 40, სამეგრელო — ზემო სვანეთი — 201, კახეთი — 185, მცხეთა-მთიანეთი — 57, სამცხე-ჯავახეთი — 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 15, — ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

«ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 620, საიდანაც, 4 012 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 1 944, აჭარაში — 365, იმერეთში — 763. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 888 პირი, მათ შორის, თბილისში — 383, აჭარაში — 93, იმერეთში — 208. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში — 171, აჭარაში — 22, იმერეთში — 36. 763 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 213 — თბილისში, 457 — აჭარაში, 26 — იმერეთში. 1 845 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 377 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 144, აჭარაში — 46, ხოლო იმერეთში — 64.

სულ 6 ოქტომბრიდან — 4 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 21 208 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 689 ადამიანი, მათ შორის თბილისში — 15 021 პირი, აჭარაში — 1 970, იმერეთში — 2 473”,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

Comment here