მთავარიპოლიტიკა

პარლამენტი «პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებს

დღეს, საქართველოს პარლამენტი «პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქანაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ საკითხზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უკვე მიმართა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის, ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასთვის და გოჩა თევდორაძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. ამასთან, “პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შევიდა და მანდატზე უარის თქმას არ აპირებს ავთანდილ ენუქიძე.

Comment here