მსოფლიოპოლიტიკა

სამხრეთ კორეამ ირანში დიპლომატები გაგზავნა

სამხრეთ კორეა თეირანში დიპლომატიურ დელეგაციას აგზავნის. ვიზიტის მიზანი ირანის მიერ დატყვევებული სამხრეთ კორეული გემისა და მისი 20 კაციანი ეკიპაჟის გათავისუფლებაა. მანამდე ირანის ელჩი სამხრეთ კორეაში სეულში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახებს.

გემის საკითხის პარალელურად მოლაპარაკებები გაიმართება სამხრეთ კორეაში ამერიკული სანქციების ქვეშ მოყოლილი ირანული ფონდების გარშემოც. აშშ-ის სანქციების გამო სამხრეთ კორეის ბანკებში ირანის 7 მილიარდ დოლარზე მეტია გაყინული.

ირანის რევოლუციურმა გუშაგთა არმიამ სამხრეთ კორეული ხომალდი სპარსეთის ყურეში გუშინ დააკავა. გემი საუდის არაბეთიდან არაბეთის გაერთიანებული საემიროებისკენ მიემართებოდა და 7000 ტონა ეთანოლი გადაჰქონდა. ირანმა დაპატიმრების მიზეზად წყლის ქიმიური დაბინძურება დაასახელა.

Comment here