მთავარისაზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის  2 316 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

„ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 316 ახალი დადასტურებული შემთხვევა,“- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 5 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

 

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  14 511   კვლევა ტესტით, მათ შორის 9 300 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 211  PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 316 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  232 079-ს.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 382  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  222 787-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 646 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 961 შემთხვევა, აჭარა — 125, იმერეთი — 420, ქვემო ქართლი — 142, შიდა ქართლი — 154, გურია — 40, სამეგრელო — ზემო სვანეთი — 201, კახეთი — 185, მცხეთა-მთიანეთი — 57, სამცხე-ჯავახეთი — 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 15.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 620, საიდანაც, 4 012  ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში —   1 944, აჭარაში — 365, იმერეთში — 763. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 888 პირი, მათ შორის, თბილისში — 383, აჭარაში — 93, იმერეთში — 208. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში — 171, აჭარაში — 22, იმერეთში — 36. 763 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 213 — თბილისში, 457 — აჭარაში, 26 — იმერეთში. 1 845 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 377 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 144, აჭარაში — 46, ხოლო იმერეთში — 64. სულ  6 ოქტომბრიდან — 4 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 21 208  პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 689 ადამიანი, მათ შორის თბილისში — 15 021 პირი, აჭარაში — 1 970, იმერეთში — 2 473″,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

Comment here