მთავარისაზოგადოება

საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული რეკომენდაციები

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათიდან დაიწყება.  23:00 საათიდან სამებაში მიბრძანდება საქართველოს კათოლიკოს პარტიარქიც. მათივე ცნობით, ლიტურგიამდე, ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში 20:00 საათზე დაიწყება.

საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული რეკომენდაციები, კერძოდ, ტაძარში ყოფნისას აუცილებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება.

დღეს, 6 იანვარს, 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა არ იმოქმედებს. გამონაკლისი საშობაო ლიტურგიის გამო დაიშვება. მთავრობა შობის ღამეს გამონაკლისის დაწესების მიუხედავად, მოქალაქეებს მოუწოდებს, დღესასწაული ვიწრო საოჯახო წრეში აღნიშნონ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალ, 7 იანვრიდან 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაში იქნება.

Comment here