მთავარისაზოგადოება

საშობაო მსახურებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს

6 იანვარს, 23:00 საათზე, საშობაო მსახურება დაიწყება, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.

პანდემიის გამო, 7 იანვარს „ალილო” სახეცვლილად ჩატარდება. კერძოდ კი, არ მოეწყობა მსვლელობა, თუმცა, სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.

„საშობაო მსახურება დაიწყება ოთხშაბათს, საღამოს 23:00 საათზე, რომელსაც აღასრულებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comment here