საზოგადოება

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

6-8 იანვარს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, — ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

«ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღის საათებში +13, +18 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოშიც უნალექო, მაგრამ შედარებით ცივი და ზოგან ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

შობის ღამეს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +4, +9, მთაში -5, 0, მაღალ მთაში -10, -5, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -6, -1, მთაში -10, -5, მაღალ მთაში -13, -8 გრადუსი იქნება.

ქ. თბილისშიც უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა შობის ღამეს 0, -2 გრადუსი დაფიქსირდება, დღისით კი ჰაერი +6, +8 გრადუსამდე გათბება,»- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

Comment here