აქტუალური თემა

ქსნის დაწესებულებაში კორონავირუსით დაავადებული პაციენტი კლინიკაში გარდაიცვალა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ქსნის დაწესებულებაში კორონავირუსით დაავადებული ერთი პაციენტი სამოქალაქო კლინიკაში გარდაიცვალა.

როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პატიმარს როგორც კი ინფექციის სიმპტომები გამოუვლინდა, ის გადაიყვანეს სამოქალაქო კლინიკაში.

„გვყავს გარდაცვლილი პატიმარი. მასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაჟღერებული იყო სპეციალური პენიტენციური დაწესებულების მიერ პირველ იანვარს გაკეთებულ განცხადებაში. როგორც კი სიმპტომები დადასტურდა, ეს ადამიანი გადაიყვანეს სამოქალაქო კლინიკაში. პატიმარს სამოქალაქო კლინიკაში მეშვიდე დღეს დაუმძიმდა მდგომარეობა. შემდეგ როგორც არის გათვალისწინებული მოხდა აქტირება, პრაქტიკით ხშირად ხდება ამ საფუძვლით ადამიანის აქტირება და ის გათავისუფლდა, შემდეგ სამოქალაქო კლინიკაში გარდაიცვალა“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

Comment here