საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის სახელით, საშობაო ნობათი საპატრიარქოს წარმომადგენლებს გადაეცათ

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული ყოველწლიური ალილოს მსვლელობა პანდემიის გამო წელს ვერ გაიმართა, თუმცა ნობათის შეგროვება საპატრიარქოს წარმომადგენლებმა სხვა ფორმატით შეძლეს.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ქეთევან კვინიკაძემ და აპარატის თანამშრომლებმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სპეციალურად მოწყობილ ლოკაციაზე საახალწლო ნობათი საპატრიარქოს წარმომადგენლებს გადასცეს და შობის დღესასწაული მიულოცეს. საპატრიარქო შეგროვებულ ნობათს ბავშვთა სახლებს, მრავალშვილიან და შეჭირვებულ ოჯახებს გადასცემს.

 

Comment here