მთავარიმსოფლიოპოლიტიკა

ტრამპი — ეს მხოლოდ ჩვენი ბრძოლის დასაწყისია

20 იანვარს ძალაუფლების ორგანიზებული გადაცემა მოხდება — ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. განცხადება მისმა სოციალური მედიის თანაშემწემ დან სკავინომ «ტვიტერში» გაავრცელა.

„მიუხედავად იმისა, რომ მე საერთოდ არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს და ფაქტები ჩემ განცხადებას ამტკიცებს, 20 იანვარს ორგანიზებული გადაცემა მოხდება. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ მხოლოდ კანონიერი ხმების დათვლა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საპრეზიდენტო ისტორიაში უდიდესი პირველი ვადის დასრულება, ეს მხოლოდ ჩვენი ბრძოლის დასაწყისია იმისათვის, რომ ამერიკა ისევ დიდი გახდეს“, – წერს დონალდ ტრამპის თანაშემწე.

Comment here